სამართალდამცავებმა ირაკლი ბათიაშვილის შვილი ირინა ბათიაშვილი დააკავეს .
"ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელის ნანა კაკაბძის ინფორმაციით, ირინა ბათიაშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაში მონაწილოების მისაღებად მიდიოდა.
ირინა ბათიაშვილი ამჟამად დიღომში, პოლიციის წინასაწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
აქცია პარლამენტის შენობასთან ფილმის "აგვისტოს 5 დღის" პრეზენტაციასთან დაკავშირებით იგეგმებოდა, თუმცა პოლიციამ აქციის გამართვის ორგანიზატორებს მისი ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა.