"ქრისტიან-დემოკრატები" პატიმარ გიორგი ალიმონაკის საქმის გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა თამაზ ბაკურიძემ ადვიკატ მანანა კობახიძესთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა და შესაბამისი მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება მოითხოვა.
ბაკურიძის ინფომაციით, მოსამართლეებმა, რომლებიც გიორგი ალიმონაკის საქმეზე მუშაობენ, ისე დაადგინეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ საქმის დეტალები არ დაუდგენიათ.
გიორგი ალიმონაკის სისხლის სამართლის საქმეს ამჟამად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხილავს.
შეგახსენებთ, რომ ალიმონაკი 2006 წლის 18 აგვისტოდან სასჯელს მისი ბიძაშვილის, გაგა არზიანის მიერ ზურაბ დემეტრაშვილის მკვლელობისთვის იხდის.