დედოფლისწყაროში მცხოვრები 32 წლის რევაზ გურაშვილი საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. გურაშვილს ბასრი ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დედოფლისწყაროს სტაციონარში გადაიყვანა.
როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
,,სამორიგეოში შეტყობინება დაახლოებით ღამის 12 საათისთვის შემოვიდა და მორიგე ექიმთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა. ავადმყოფი წამოდგომას ცდილობდა, თუმცა ვერ ახერხებდა. სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადავიყვანეთ," - აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი.
,,პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. მიღებისთანავე ჭრილობები დაუმუშავდა, ამჯერად მისი მდგომარეობა სტაბილურია," - აცხადებს ქირურგი ნუკრი ბაღაშვილი.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველომ რევაზ გურაშვილის სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე ადგილობრივი მკვიდრი მინდია გიგაური დააკავა. დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმადაკავებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დამნაშავე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.