გიორგი გეგეჭკორმა თანამდებობა შეიცვალა და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც მერაბიშვილის უწყებაში აცხადებენ, გეგეჭკორი ახალ თანამდებობაზე მუშაობას უკვე შეუდგა.
გეგეჭკორმა ვასილ სანოძე შეცვალა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, ტაბელური იარაღიდან გასროლით თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობით ისრალეში მკურნალობს.
ვინ უხელმძღვანელებს თბილისის საპატრულო პოლიციას, ჯერჯერობით უცნობია.