დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანიების რუსთავის 2-ის, იმედის, პირველი არხის, ასევე ჟურნალ ტაბულას წინააღმდეგ სარჩელი მოამზადა
ბურჯანაძის თქმით, ეს არის სამოქალაქო სარჩელი, რომელიც საქართველოს სასამართლოში გადაიგზავნება. ასევე მისი თქმით, სარჩელი ასევე გადაიგზავნება ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოში და სხვადასხვა მსოფლიო ჟურნალისტურ ორგანიზაციებში.
"ამ მედიასაშუალებებმა მოამზადეს ცრუ სიუჟეტები და ეს სიუჟეტები ეხებოდა ჩემს სისხლის სამართლებირვ დარღვევებს. ეს სარჩელები წავა როგორც საქართველოს სასამართოში ასევე სხვადასხვა ჟურნალისტურ ორგანიზაციებში. ტელეკომპანიებმა გაუშვეს სრულიად ცილისმწამებლური სიუჟეტები. ტაბულამ კი ჟურნალის გარეკანზე გამოაქვეყნა ჩემი ფოტო წარწერით გასამართლდეს. ტაბულამ დაარღვია ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმცია. ამ მედიასაშუალებებს მოუწევთ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება და ეს თანხები წავა 26 მაისს უკანონოდ დაშავებული ადამიანების ფონდში. სარჩელი ასევე შეეხება სარეკლამო კომპანიას, რომელიც ფილარმონიასთან უსაფუძვლოდ უკეთებს ტაბულას რეკლამას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე ასევე უჩივის საქართველს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას და ვანო მერაბიშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს.
ბურჯანაძის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ ქართლი სასამართლო დემოკრატიული გადაწყვეტილებას გამოიტანს, მაგრამ ეს პროცედურები საჭიროა იმისთვის, რომ შემდგე საქმე საერთაშორისო სასამართლოების გადაეგზავნოს.
ბურჯანაძისვე მტკიცებით, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა იმ დანაშაულებებზე, რომელსაც ბოლო პერიოდში ისინი აქტიურად ჩადიან.