საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვლავ აქტიურად აგრძელებს სტაჟირების პროგრამას. ამჯერად სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენში. ცხადდება სტაჟირება ფინანსური აუდიტის მიმართულებით.
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს ელქტრონულად, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ვებ-გვერდზე 3 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით.
კანდიდატებს სამ ეტაპიანი გამოცდის გავლა მოუწევთ. პირველი ეტაპია პროფესიულ ტესტები, მეორე ეტაპი - ზოგად უნარ-ჩვევები და ინტელექტუალური კოეფიციენტის (IQ) შესამოწმებელი ტესტებში, ხოლო მესამე ეტაპი მოიცავს გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან.
განაცხადების რეგისტრაციისა და საგამოცდო ეტაპების ორგანიზებას სრულად ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს აკადემია.
მხოლოდ 50 წარმატებულ კანდიდას ექნება საშუალება გაიაროს 6 თვიანი სტაჟირება სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენში. სტაჟირების ვადის ამოწურვის შემდგომ წარმატებულ კანდიდატებს საგამოძიებო სამსახურში დასაქმების რეალური შანსი ექნებათ.
წინა ნაკადის სტაჟიორებიდან რამოდენიმე წარმატებული კანდიდატი საგამოძიებო სამსახურში უკვე დაინიშნა და იმედია, რომ მათი რიცხვი მომავალშიც გაიზრდება.