თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს. ინციდენტი ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა. ნიკა ჩაფიძეს გამჭროლი ჭრილობა გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. მას წმინდა მიხაილის საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილს შელაპარაკება უცხო პირებთან მოუვიდა.
ნიკა ჩაფიძე 124-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.