შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღკვეთილი იქნა ტერორისტული აქტის განხრციელების მორიგი მცდელობა.
სამართალდამცავების მიერ სამეგრელოს რეგიონში დაკავებულები არიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქ.გალის რაიონში მცხოვრები აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია. დაკავებულ პირებს თან ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პოლიციმ ამოიღო და გააუვნებელყოფილი იქნა წყლის ჭავლის სპეციალური დანადგარით.
დაკავებული პირების ჩვენებით ირკვევა, რომ მათ ტერორისტული აქტის განხორციელება დაუკვეთა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფმა რუსეთის სპეცსამსახურებიოს თანამშრომლებმა იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აგრძელებს ძიებას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დადგენის მიზნით.