ჩეჩნეთში დაკავებულ რუსტამ მაჰმუდოვს, ბრალად "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა წაეყენა. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი ავრცელებს.
მაჰმუდოვი მოსკოვში ვლადიკავკაზიდან ჩაიყვანეს. მას ბრალი სულ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით წაეყენა.
რუსტამ მაჰმედოვი 31 მაისს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დააკავეს. ეს ძმებ მაჰმუდოვების მესამე ძმაა, რომელიც ანნა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე გადის. დაკავებული იმ დღესვე მოსკოვში გადაიწყვანეს, სადაც მასთან გამომძიებლებმა მუშაობა დაიწყეს.
"ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი და მიმომხილველი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში თავისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
რუსული მედია, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სავარაუდოდ დაკავებული მკვლელობის შემსრულებელია და არა დამკვეთი.
აღსანიშნავია, რომ ანა პოლიტკოვსკაიას შვილების ინტერესების დამცველი ადვოკატი ანა სტავიცკაია სკეპტიკურად იღებს მკვლელობაში ეჭვნიტანილის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. იგი აცხადებს, რომ მკვლელის დაკავება გამოძიებას არაფერსბ მისცემს და ეს დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება გახსნილად, როდესაც ანა პოლიტკოვსკაიას მკვლეობის დამკვეთები მოიძებნებიან და დაისჯებიან. მანამდე კი, ადვოკატის თქმით, მკვლელობა გაუხსნელია.
თავად გამოძიების ინფორიმაციით, ამ დანაშაულის შემკვეთი გამოძიებისათვის უცნობია.