სასჯელაღსრულების დაწესებულებებს კიდევ რამდენიმე პატიმარი დატოვებს. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია პატიმართა საქმეებს დღეს განიხილავს.
ადგილობრივი საბჭოების სხდომის დასრულების შემდეგ კომისია ყველა იმ პატიმრის საქმეზე იმსჯელებს, რომლებმაც კომისიას ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით მიმართეს. მუდმივმოქმედი კომისია ყველა იმ პირის საქმეს დეტალურად განიხილავს, რომლებსაც მსუბუქი, ნაკლებად მძიმე სახის დანაშაული აქვთ ჩადენილი.
პატიმართა საქმეების განხილვისას დანაშაულის ხასიათი და მსჯავრდებულთა დახასიათება იქნება გათვალისწინებული.
ამ ეტაპზე უცნობია ზუსტი რაოდენობა იმ პატიმრებისა, რომლებიც სასჯელაღრულების დაწესებულებებს ვადაზე ადრე დატოვებენ.