ხელვაჩაურის რაიონში, პურის ქარხნის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ცვლის უფროსი, 42 წლის ელდარ ზაქარაძე და თანამშრომელი, 35 წლის ბეგლარ კირკიტაძე.
თვითმხილველების თქმით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, თუმცა აჭარის გაზში ამტკიცებენ, რომ ქარხანას სისტემაში არსებული დაზიანებების გამო ბუნებრივი აირი საერთოდ არ მიეწოდებოდა.
შენობა არ დაზიანებულა.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია იმყოფებოდა.
მომხდარის ზუსტი მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.