ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში ქმარმა ცოლი მოკლა. უბედური შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. 26 წლის ნანა გამრეკელაშვილი ცივი არაღით, ყელის არეშია დაჭრილი, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობის შემდეგ ილია ნაჭყებია სახლიდან გაიქცა, მოგიანებით კი პოლიციას თავად ჩაბარდა.
ცოლ-ქმარი წელიწადნახევრის დაქორწინებულნი იყვნენ და როგორც ახლობლები აცხადებენ, მათ ურთიერთობაში პრობლემა არ ჰქონიათ.