თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
როგორც უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ ბიწაძეს 100 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
„2011 წლის 31 მაისს საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულ, ბადრი რეზოს ძე ბიწაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს- ასი ათასი ლარის გამოყენების შესახებ.
2011 წლის 1 ივნისს სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული იქნა პროკურატურის შუამდგომლობა", - ნათქვმია მთავარი პორკურატურის განცხადებაში.
ბადრი ბიწაძეს ბრალად ედება წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციაზე თავდასხმების ორგანიზება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძე 28 მაისის შემდეგ არ გამოჩენილა.