დღეს, 1-ელ ივნისს, მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში , 26 მაისს დაკავებულ კინორეჟისორს, სოსო ჯაჭვლიანს მოინახულებს.
ამასთან, სხვა ადვოკატებთან ერთად ბესელია "სახალხო კრების" წარმომადგენელ სანდრო დონაძესა და კიდევ რამდენიმე დაკავებულს შეხვდება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ბესელიას პრესსამსახურიდან აცნობეს, სოსო ჯაჭვლიანი შიმშილობს და ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვს.
ადვოკატების შესვლის მიზანს წარმოადგენს იმის გაცნობა, თუ რა პირობებში იმყოფებიან დაკავებულები და ხორციელდება თუ არა მათზე ზეწოლა.