დღეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსტამ მახმუდოვი დააკავეს.
"დაკავებული დღესვე გადაიყვანეს მოსკოვში, სადაც უკვე მიმდინარეობს გამოძიება და ეჭვმიტანილის დაკითხვა", - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა.
"ახალი გაზეთის" ჟურნალისტი და მიმომხილველი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.
სააგენტო "ინტერფაქსი" სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდობით აზუსტებს, რომ რუსტამ მახმუდოვი დააკავეს ადრე დილით, აჩხა-მარტანოვსკის რაიონში, ჩეჩეთში. მახმუდოვის აყვანის ოპერაცია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლემა ჩაატარეს.