ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამასახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგაგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს მოქლაქეები, ქ. ახალქალაქში მცხოვრები აკოფ გრიგორიანი და სარქის ალვარიანი.
აღნიშნული პირები ახალქალაქიდან თბილისში დროდადრო სპეცილურად ჩამოდიოდნენ, რათა დედაქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული ბანკების ბანკომატებიდან ყალბი პლასტიკური ბარათების გამოყენებით სხვადასხვა ოდენობის თანხები გაენაღდებინათ. ბრალდებულები სამართლდამცველებმა ზუსტად იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ერთ-ერთი ბანკომატიდან ნაღდ ფულს იღებდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, ა. გრიგორიანმა და ს. ალვარიანმა ყალბი პლასტიკური ბარათების გამოყენებით რამდენიმე ათასი ლარი მიითვისეს. ბანკებისათვის მიყენებული ზარალის ოდენობას ძიება დაადგენს.
მიმდინარეობს წინანსწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.