სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო ამოიღეს.
როგორც მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ამოღებულია, ფიროსმანის „დაჭრილი ჯარისკაცი".
ფიროსმანის ნახატთან ერთად ეროვნულ გალერეას კიდევ 7 სხვადასხვა მხატვრის შედევრი დაუბრუნდება.
ნამუშვერები მე-19 მე-20 საუკუნით თარიღდება და ექსპერტთა აზრით, მათ განსაკუთრებული კულტურული ღირებულება გააჩნია.