FiFa-ს ეთიკის კომიტეტი ბლატერის გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას არ აპირებს. ბინ ჰამამს და ჯეკ უორნერს კი გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ.
შეგახსენებთ: ყატარელ ბიზნესმენ ბინ ჰამამს ბრალად ედებოდა კარიბის ქვეყნების დელეგატების მოსყიდვა. ჰამამმა ყატარში 2022 წლის მუნდიალის ჩასატარებლად საჭირო დელეგატების ხმების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა. ბლატერი კი FiFa-ს კომიტეტმა ჰამამის ინიციატივით დაიბარა, სადაც მას ბრალად წაუყენეს FiFa-ში არსებულ კორუფციაზე თვალის დახუჭვა.
ციურიხში გამართულ შეკრებაზე FiFa-ს ეთიკის კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი ჰამამის და უორნერის საქმეების ფართომასშტაბიანი გამოძიების დასაწყებად, თუმცა დაძინეს, რომ სანამ მათი დანაშაული ოფიციალურად არ დამტკიცდება, ისინი უდანაშაულოებად მიიჩნევიან.