შინაგან საქმეთა სამინისტრო ყინწვისში დაკავებული პირების აღიარებით ჩვენებებსა და საქართველოს ყოფილ შს მინისტრ თემურ ხაჩიშვილთან მათ სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს.
გამოძიების ინფორმაციით, ისინი „ეროვნულ-სარწუნეობრივი" მოძრაობის სახელით მოქმედებდნენ, თუმცა სინამდვილეში შეიარაღებულ ფორმირებას წარმოადგენდა, რომელსაც „სახალხო კრების" ორგანიზებულ აქციებზე მასობრივი უწესრიგობა უნდა მოეწყო - დაეწვა მაღაზიები და ცეცხლი წაეკიდებინა პოლიციის მანქანებისთვის.
აღიარებით ჩვენებაში დაკავებულები აცხადებენ, რომ ისინი დავალებებს მოსკოვიდან იღებდნენ. კონკრეტულად კი თემურ ხაჩივილის, ვალერი გელბახიანის, რომან დუმბაძისა და ვლადიმერ ხომეკირისგან.
ამასთან, გამოძიების ინფორმაციითვე, ჯგუფის წევრები და დავალების დამკვეთები ერთმანეთთან კოდური სიტყვებით ურთიერთობდნენ, მათ შორის ნინო ბურჯანაძეს „დეიდა ბიცოლად" მოიხსენიებდნენ, დავალებს კი ციფრების საშუალებით იღებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 24-კაციანი დაჯგუფება სამართალდამცველებმა აქციის დაშლიდან რამდენიმე საათში, ყინწვისის მონასტერთან აიყვანეს.