მოსკოვში ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბადრი კოღუაშვილი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ბადრი ქუთაისსკის სახელითაა ცნობილი, დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ჩხრეკისას მილიციამ მას 3 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა.
46 წლის კანონიერი ქურდი მოსკოვის ცენტრში ერთ-ერთ ცნობილ კაფეში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, კოღუაშვილთან ერთად დაკავებულია რამდენიმე რუსი კრიმინალური ავტორიტეტიც.