მთავარმა პროკურატურამ ბადრი ბიწაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა .
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალის ფორმულირება ასეთია: წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე თავდასხმის ორგანიზება.
პროკურატურა ბიწაძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს მოითხოვს.
ბრალის წაყენების საფუძვლად პროკურატურა დაკავებულთა ჩვენებს, გია უჩავას აღიარებას, აგრეთვე, აუდიო და ვიდეომასალას ასახელებს.