საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში 24 წლის გიორგი ასანიშვილმა სანადირო თოფით მეზობელი გიორგი მაჩხაშვილი მოკლა. 20 წლის ახალგაზრდა თავის არეში მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა.
ასანიშვილმა მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. იგი იმავე იარაღით თავის არეშია დაჭრილი. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მეზობლები მომხდარს მხოლოდ უბედურ შემთხვევას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ გიორგი ასანიშვილი მეზობელს, რომელთანაც მეგობრობდა, შეგნებულად არ მოკლავდა.
მათი მტკიცებით, ახალგაზრდებს ერთმანეთში პრობლემები არასდროს ჰქონიათ.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. რა კვალიფიკაცია მიეცემა აღნიშნულ ინციდენტს, სწორედ გამოძიება დაადგენს.