თოთხმეტმა სამხედრომ ბატალიონის მეთაურთა და შტაბის ოფიცერთა გადამზადების კურსი გაიარა.
სწავლება ცამეტი კვირის განმავლობაში მიმდინარეოდა. ოფიცრებმა ოპერაციების საბრძოლო და ლოგისტიკური უზრუნველყოფის, სამხედრო პოლიტოლოგიის, ისტორიის და ფსიქოლოგიის კურსები გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს სამხედრო ბძანებების შემუშავება და საბრძოლო ოპერაციების წარმოების ძირითად პრინციპებსაც გაეცნენ.
ეროვნული გვარდიის დეპარტამენტისა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ოფიცრებს დღეს სწავლების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიებას სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, მაიორი მალხაზ მაკარაძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.