თბილსიში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხევვა მოხდა. ტოიოტას ჯიპი თავისუფლების მოედნიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით მაღალის სისწრაფით გადაადგილდებოდა და მოქალაქეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ამავე დროს, ტოიოტას ჯიპმა ლეონიძის ქუჩაზე მდგარი ხუთი ავტომანქანა დაამტვრია.
გარდაცვლილია ასაკოვანი ქალი, რომლის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
სასწრაფო დახმარების ბრიგადან გარდაცვლილი ქალაქის პროზექტურაში გადაასვენეს.
ტოიოტას ჯიპში რამდენიმე ადამიანი იყოფებოდა, რომელთაგან ერთმა ქალბატონმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.