საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, 27 მაისს დილით, თავისუფლების მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილი იქნა 2 მამაკაცის გვამი.
წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან მათი შეხება.
გამოძიება სწავლობს ამ პირების შესაძლო კავშირს, რუსთაველის პროსპექტზე გამართულ საპროტესტო აქციასთან.