"სახალხო კრების" ოფისი დალუქულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცაგარელის ქუჩაზე დღეს არც ერთი ლიდერი არ გამოჩენილა.
"სახალხო კრების" ლიდერთა უმეტესობა სახლშია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დილით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე კომენტარებს ჟურნალისტებთან დაკეტილი კარიდან აკეთებენ", - აცხადებს ტელეკომპანია.