"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის დაცვის ერთ-ერთი დაცვის წევრი ლაშა ჭეიშვილი სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ბრიფინგის დაწყებამდე თავად დაცვის წევრმა და ბურჯანაძემ განაცხადეს.
ბურჯანაძის თქმით, დღემდე დაკავებულია მისი დაცვის უფროსი და ასევე სხვა წევრები.
"ეს ბიჭები იმიტომ დააკავეს, რომ შიშველი ხელებით იდგნენ და ჯოხიც კი არ ჭერიათ ხელში. სააკაშვილს სურდ რომ ნინო ბურჯანაძე დაჩოქილი და ნაცემი ენახა, რაც ვერ გამოუვიდა და სწორედ ამიტომ ჩემი დაცვის ბიჭები დააკავეს. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პიროვნებები იმყოფებიან სახელმწიფო დაცვის სიაში, თუმცა მე ვიხდი მათი მომსახურების ფულს", - განაცხადა ბურჯანაძემ.