საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპული სერჟანტის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოსვენებულია.
„მწუხარებას გამოთქვამს უმცროსი სერჟანტის ლავროსი ივანიაძის გარდაცვალების გამო. უმცროსი სერჟანტი ივანიაძე 33-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ივანიაძე პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.
ლავროსი ივანიაძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. 2007-2008 წლებში სამშვიდობო მისიით ის ერაყშიც იმყოფებოდა.