შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 78 წლის ლამარა ჯაფარიძე პურის საყიდლად იყო გამოსული, როცა საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მას თავს უცნობი მამაკაცი დაესხა,
მოხუცს თავის და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. მას ხელიც აქვს მოტეხილი. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ის დანითაც დაასახიჩრა.
ლამარა ჯაფარიძე ჯორდიას სახელობის კლინიკის თანამშრომელია. ის ამ დროისთვის პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.