ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი ლავროსი ივანიაძე პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"უმცროსი სერჟანტი ივანიაძე 33-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ივანიაძე პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. სერჟანტის ცხედარი უკვე გადმოსვენებულია. ლავროსი ივანიაძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. 2007-2008 წლებში სამშვიდობო მისიით ის ერაყშიც იმყოფებოდა", - იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს უმცროსი სერჟანტის ლავროსი ივანიაძის გარდაცვალების გამო.