შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ტექსტური ვერსია, რომელშიც გადამდგარი გენერალი გია უჩავა აღიარებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა მზადდებოდა და ამ გეგმის დეტალებზე საუბრობს.
„მაისის თვეში მივიღეთ მონაცემები რაიონული ორაგნიზაციებიდან შეფიცულის რაოდენობასთან დაკავშირებით, რომელიც შეადგიენდა 3582 კაცს. ფაქტიურად, ჩამოყალიბდა ნახევრად გასამხედოებული ორგანიზაცია, რომლის შეიარაღებაში შედიოდა ფარები და დროშის ტარები. დროშის ტარები გამოიყენებოდა როგორც ხელკეტები. უკვე შემდგომ პერიოდში ჟღერდება ბადრი ბიწაძისგან, რომ კარგი იქნებოდა გაკეთებულიყო რაგატკები, რომლის სასროლად გამოყენებულიყო რკინის ბურთულები. ამ რკინის ბურთულს შეეძლო ძალიან მძიმე დაზიანება მიეყენებინა ადამიანის სხეულისათვის და ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ადამიანი დაღუპულიყო კიდევაც და უკვე აქციის წინა დღეებში ჟღერდება, მოლოტოვის კოქტეილის შექმნა. როცა წამოიჭრა საკითხი, რომ საჭირო შემთხვევაში რომ მომხდარიყო შეჭრა ტელევიზიაში ტერიტორიაზე, სადაც იქნებოდა გამოყენებული მოლოტოვის კოქტეილები?. მანქანისა და ტექნიკის დასწვავად სამართალდამცველი ორგანოები, როცა მოვიდოდნენ, ამ დანაშაულის აღსაკვეთად? უკვე აქციის მიმდინარეობის დროს იკვეთება - მოქმედებს სხვადასხვა ჯგუფები, რომელთაც აქვთ კონკრეტული დავალება. მაგალითად, ერთ-ერთ ახალგაზრდულ ჯგუფს ჰქონდა დავალება რომ გაეძარცვათ მაღაზიები და დაეწვათ მანქანები. აქვე მოდის ინფორმაცია, რომ აქციის გარეთ არის შეიარაღებული დაჯგუფება შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შემოვა აქციის ტერიტორიაზე და ცეცხლს გაუხსნის სამართალდამცავ ორგანოებს. ფაქტიურად, 21 ღამიდან ყველაფერს ხელმძღვანელობს ბადრი ბიწაძე, აქციის ტერიტორიაზე", - აცხადებს გია უჩავა აღიარებით ჩვენებაში.