საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე, ირაკლი ბათიაშვილი და გადამდგარი გენერალური გია უჩავა რამდენიმე საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსთან ერთად რესტორან „ზღაპარში" ვახშმობისას საპროტესტო აქციებზე მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობენ.
გთავაზობთ ტექსტურ ვერსიას.:
- ის, ვისაც ჩვენ წინ დააყენებენ, ეს იქნება ჩვეულებრივი ჯარისკაცები. ჩვეულებრივ ორ წლიან, წელიწადნახევრიანი ჯარისკაცები, ჩვენ წინ. მის უკან იდგება სპეცდანიშნულების რაზმი მომზადებული რაზმი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ მაგას. ის ჯარისკაცები ავტომატუტრად გაიწევიან, როგორც კი ძალას დაინახავენ. მიმართულებებს, როგორც ბატონ გიას აქვს გაანგარიშებული, ყველას თავისი მიმართულება აქვს. რომ დაინახავენ, რომ სოლით შევალთ და გავარღვევთ, ის სპეცდანიშნულების რაზმი არის მთავარი. მაგათი სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულება ვიცით ჩვენ. რომელი ადგილიდან რომელი ავტობუსი გამოდის, ეგეც ვიცით ჩვენ.
- (ირაკლი ბათიაშვილი) ჩვენი ძალა არის რომ ჩვენ გვყავს ... აი ესაა მთავარი. გვყავს ორგანიზებული ეს შეფიცულები, ხო?! ამას შეიძლება კიდევ გარკვეული სხვა ორგანიზებული ჯგუფები დაემატოს. თქვენ ზურგს გიმაგრებთ ის, რომ თქვენ ზურგს უკან არის კიდევ ხალხის.. მასა ესე იგი მე მინდა ვთქვა რომ ელემენტარულად ეს არის უზარმაზარი უპირატესობა. ხალხის მასა, თუ არის ასე ვთქვათ ,ხალხის მასას თუ თავში უდგას ეს ორგანიზებული ავანგარდი... მასა იქცევა საშინელ ძალად.
- (ბადრი ბიწაძე) სიხარულიძე, რომელიც ბათუმში უხელმძღვანელებს აი ამ სიტუაციას. ტაქტიკას.
- (ირაკლი ბათიაშვილი) ეს კი მარა, რას ვაპირებთ?
- (ბადრი ბიწაძე) მინი თბილისი იქნება. მაგრამ იქ უფრო გავწევთ..
- (ირაკლი ბათიაშვილი) და იქ შენ ამბობ, რომ იქნება ერთი 140 კაცი?
- (გია უჩავა) ერთი 150 კაცი არი იქა. ამიტომ დაწყნარდით რა. თქვენ თქვენი ყველაფერი იქნება მიცემული. დღეს არ გეტყვით მაგას... გეტყვით წინა დღეს, რას ვაკეთებთ.
- (ბადრი ბიწაძე) ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური, ვინ არის ეს მებრძოლი ხალხი. თუ ვიცით 500 კაცი არ არის და 50 კაცია. იმ 50 კაცზე გავთვლი. ხო? უფრო ძნელი იქნება, მაგრამ მაინც შეიძლება
იმათთან საქმის გაკეთება.
- (გია უჩავა) ჩვენ გვაქვს ზაკაზი ეხლა, მჯერა. აი ეხლა რომ ვლაპარაკობ ეს 500 კაცი... ძალა. ხო ეს 500. ნაომარი ბიჭი, რომლებმაც იცის რა არის ეს. აი ეს არის ის, რაც არ უნდა წამოვიდეს მაგეთი. მე სხვას არ მოვხსნი, მაგისთვის ესენი მყავს. მე საერთოდ ეს ხალხი ჯერ არამაქ. აი 1000 კაცი, რომელმაც წარმოგვიდგინა მაშინ და რეალურად, რომელიც არის თბილისმა 1078 ხო? ისინი კიევ გაზარდეს ამათმა რაოდენობა, მაგრამ მე იმათაც არ ვთვლი. ესე იგი კაი დიდი ციფრი გამოდის ხო იცი. ესე იგი მარტო აღმოსავლეთ საქართველოდან ჩვენ 3000-4000
- დასავლეთი მოგყვებით
- (ირაკლი ბათიაშვილი) ჯერ მაშინ დავთვალეთ ესე იგი 3700 პირდაპირი გამოძახების ჩათვლით. ამიტომ ვიძახი ხალხო დღეს 3000 ორგანიზებული გამოცდილი ხალხი და ორგანიზებული, რომელსაც გამაგრებული აქვს ზურგი ხალხის მასით გამორიცხულია...
-(ბადრი ბიწაძე) და ფაქტიურად გათვლილია ყველაფერი
- ძაან დიდი ძალაა