ვერცხლის ქუჩის 33 ნომერში წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
21 წლის ავთანდილ ანდრიაძეს გულმკერდის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველი კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ინციდენტს ვერცხლის ქუჩაზე წინ უძღვოდა შელაპარაკება ახალგაზრდებს შორის. შელაპარაკების მიზეზი უცნობია.