"აშშ 5 მილიონ დოლარს გადაიხდის ინფორმაციაში ტერორისტ დოკუ უმაროვის შესახებ", - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში. ეს განცხადება ორ პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთდა.
"აშშ 5 მილიონ დოლარს აწესებს ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ტერორისტების ამ საკვანძო ლიდერის ადგილსამყოფელის დადგენა, რომელმაც თავის თავზე აიღო მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქება, სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვს შორის რკინიგზაზე მომხდარი ტერაქტი და "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი აფეთქება", _ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერის, დოკუ უმაროვის საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი" რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მოსკოვსკი კომსომოლეცი" "ეფ-ეს-ბე"-ში არსებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოპერატიული მონაცემებით, უმაროვი საქართველოში, კახეთში, ახმეტის რაიონში, სოფელ ომალოში იმალება.