მომიტინგეების დარბევისას სამართალდამცველებმა სულ 90-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის გარდა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მანქანით შეჯახების ფაქტზე, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ აქციისას დაკავებული მომიტინგეების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მათ, ვინც დანაშაულს აღიარებს 400-ლარიან ჯარიმას აკისრებენ, ვინც თავს უდანაშაულოდ ცნობს კი 30-დღიან პატიმრობას უფარდებენ.