შინაგან საქმეთა სამინისტრო „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერში, ბურჯანაძე შვილთან ერთად ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ საუბრობს. ანზორ ბიწაძე მომხრეა, რომ საქართველოში მოვლენები ეგვიპტის სცენარით განვითარდეს.
საუბარია მსხვერპლზეც და დასახელებული იყო 100-დან 500 ადამიანამდე.
ჩანაწერისას დედა-შვილი ასევე რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივაზეც საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ აუდიოჩანაწერის გავრცელებამდე საგანგებო განცხადება შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო გადატრიალების გეგმა მზადდებოდა. უტიაშვილის თქმითვე, ამ ეტაპზე არც ერთი ოპოზიციონერი ლიდერი დაკავებული არ არის.