"არც ერთი ლიდერი დაკავებული არ არის", - განაცხადა შს სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ მტკიცებულებების ნაწილს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ლიდერების ნაწილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა საქართველოს შს სამინისტრო დღეს წარმოადგენს.
"არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ორგანიზატორთა ნაწილი განიხილავდა მასობრივი არეულობებისა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას და ამ მასალისა და მტკიცებულებების ერთ ნაწილს ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ", _ განაცხადა უტიაშვილმა.