თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის მონაწილეების პროცესები მიმდინარეობს. ის ვინც სასამართლოს წინაშე დანაშაულს აღიარებს, 400-ლარიან ჯარიმას უფარდებენ. ხოლო ის ვინც დანაშაულს არ აღიარებს მათ სასამართლო 30-დღიან პატიმრობას უფარდებს.
აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეთა დარბევა-დაპატიმრება სამართალდამცავებმა წუხელ, 24:00 საათის შემდეგ დაიწყეს.