შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეთა ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს.
შსს-ის მტკიცებით. ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ ურიგებენ მომიტინგეებს ფულს აქციაზე დგომის სანაცვლოდ.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული მასალის მიხედვით, "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეებს 10 ლარს, ვინც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისვრის კი 50 ლარს უხდიან. თანხა იზრდება იმ შემთხვევაში, თუკი აქციის მონაწილეები სამართალდამცველთა მანქანებს ცეცხლს წაუკიდებენ.