თბილისში ორი მოზარდი დაჭრეს.
ინციდენტები წუხელ გლდანის მასივში - ქერჩის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე მოხდა.
პირველ შემთხვევაში დაჭრილია 13 წლის დავით ბოჭორიშვილი, რომელსაც ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული, მეორე შემთხვევაში კი 15 წლის მოზარდი გიორგი გოლობჩიკოვი, რომელიც ბასრი იარაღით ბარძაყის არეშია დაჭრილი.
ბოჭორიშვილი ბავშვთა მე-2 საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
რაც შეეხება 15 წლის მოზარდს, ის პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.