"ქართული პარტიის" ინფორმაციით, დღეს საღამოს სამართალდამცავებმა დააკავეს "ქართული პარტიის" კიდევ ერთი წევრი, ყვარლის რაიონის მცხოვრები ზურაბ ასაბაშვილი.
"მისი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ზურაბ ასაბაშვილმა ტელეფონით მხოლოდ მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის მოწოდება მოასწრო", - აცხადებენ პარტიის წარმომადგენლები.