22 მაისს ბათუმში გამთენიისას პოლიციამ დააკავა „თავისუფალი საქართველო"-ს ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე როლანდ აბულაძე, რომელიც 21 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას.
„თავისუფალი საქართველო"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აბულაძე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისათვის გაასამართლა (174 მუხლის 4 პუნქტი) და 45 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პარტია „თავისუფალი საქართველო" აღნიშნულ დაპატიმრებას აფასებს, როგორც ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2011 წელს „თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლების დაკავების ეს უკვე მე-4 შემთხვევაა.