ინდოეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურები თავისუფალნი არიან.
ინდოეთში საქართველოს კონსულის ლევან მაჭავარიანის ინფორმაციით, მეზღვაურები ქალაქ ნაგერკოელიდან გუშინ, 04:00 საათზე სტამბულის რეისით გადმოფრინდნენ.
მეზღვაურები რამდენიმე დღის განმავლობაში სტამბულში დარჩებიან, რათა გემის თურქ მეპატრონესთან შეხვედრა მოახერხონ და აპრილის თვის დავალიანება დაიბრუნონ.
თურქული კომპანია "შინაშიპინგის" კუთვნილმა გემმა კატასტროფა 4 აპრილს განიცადა. გემს ინდოეთიდან გადაუმუშავებელი ჯართი და ნავთობი პაკისტანის მიმართულებით გადაჰქონდა.