გუშინ, გვიან ღამით, სამართალდამცავებმა „ქართული პარტიის" კიდევ ერთი აქტივისტი, პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრი დავით ჯარმელიშვილი დააკავეს, რომელიც ტაქსით გორიდან თბილისში მოემგზავრებოდა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ქართული პარტიიდან აცნობეს, ტაქსის მძღოლის ვალიკო იაშვილის თქმით, პოლიციელებმა დავით ჯარმელიშვილი მისი მანქანიდან პოლიციის მანქანაში გადასვეს, მას კი საბუთები ჩამოართვეს.
დავით ჯარმელიშვილის, ისევე როგორც „ქართული პარტიის" გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა ერგემლიძის უსაფუძვლოდ დაკავება , პარტიულ აქტიურობას უკავშირდება და ამ უკანონო ქმედებების დამკვეთებსა და შემსრულებლებს პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ.