მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის ბაბუცა გორდაძის დღეს დაგეგმილი სასამართლო პროცესი შესაძლოა გადაიდოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დღეს დაგეგმილი პროცესი გადაიდება. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ტექნიკური საკითხები, რაც პროცესისი გასამართად არის აუცილებელი, ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსნებთ, რომ მალაიზიელ კოლეგას სასამართლოს სხდომამდე უკვე შეხვდა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე. მალაიზიაში იმყოფებოდა იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციაც, რომელმაც საქმის მასალები ადგილობრივ პროკურატურას გადასცა. მათ შორის ბაბუცა გორდაძის ქმრის ელდარ დავითიანის ქართველი სამართალდამცავებისათვის მიცემული ჩვენება სადაც მან დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. მალაიზიის პრემიერს წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრმაც.
ოქტომბრის ბოლოს დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორგაძე მალაიზიის ქალაქ მენგატილში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე დააკავეს. ეს ბრალდება ადგილოვრივი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.