20 მაისს, თბილისში „ქორთიარდ მარიოტში" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივი თანამშრომლობის I პლატფორმის - „დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა" ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა მიეძღვნება ქვეყნებს შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მეთოდებისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ კორუფციასთან ბრძოლის პროცესში ჩატარებული წარმატებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების გაცნობას შეხვედრის მონაწილეებისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა), ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები.