სამართალდამცველებმა სავალუტო ჯიხურზე ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.
ალექსი გიგიტაშვილი და ვლადამიერ მჭედლიშვილი დანაშაულს აღიარებენ.
სამართალდამცველებმა ნაძარვი თანხაც ამოიღეს.
გამოძიების ინფორმაციით, ყაჩაღობის გარდა, თავდამსხმელებმა ჯიხურში მომუშავე 60 წლის ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ის სასტიკად სცემეს.
შემთხვევა ვარკეთილში საღამოს 19:00 საათისთვის მოხდა.