საბერძნეთში დაკავებული საქართველოს 14 მოქალაქე უკვე ქალაქ სალონიკის იზოლატორში გადაიყვანეს. მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. საბერძნეთში აკრედიტირებული ქართველი დიპლომატები ამ დრომდე ბერძენი სამართალდამცავებისგან ოფიციალური ინფორმაციის მიღებას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთაში დახმარებას ბერძენი მძღოლი ჰპირდებოდა, რომელმაც ამ მომსახურებისთვის გარკვეული გასამრჯელოც მიიღო.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეები პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, როდესაც ისინი თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადალახვას ვიზის გარეშე ცდილობდნენ. სამგზავრო ავტობუსის საბარგო განყოფილებაში რკინის კონტეინერი იყო მოთავსებული, სადაც 14 ქართველი იმალებოდა.