ექსპერტებმა დადგინეს, რომ მამაკაცი, რომელმაც მიმდინარე წლის 8 აპრილს რადიო "სვაბოდას"რედაქციაში დარეკა დოკუ უმაროვი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერი დოკუ უმაროვი ცოცხალია და ოპერატიული მონაცემებით რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთ რეგიონში იმყოფება". იუწყება "ინტერფაქსი" ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ძალოვან სტრუქტურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ 28 მარტს სოფელ ზემო ალკუნში განადგურებულ ბოევიკთა შორის უმაროვი არ იყო. ამას გარდა, რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ დასავლურ რადიოსადგურში დარეკა მამაკაცმა, რომელმაც განაცხადა, რომ დოკუ უმაროვი იყო. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ხმა დოკუ უმაროვს ეკუთვნოდა",_ განაცხადა წყარომ და დასძინა, რომ ოპერატიული მონაცემებით, ბოევიკი კვლავინდებურად ჩრდილოკავკასიის ტერიტორიას აფარებს თავს.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს რადიო "სვაბოდას" რადიოს რედაქცია იუწყებოდა, რომ მათთან რედაქციაში იმარატ კავკაზის ამირმა, რუსეთის მიერ გარდაცვლად გამოცხადებულმა დოკუ უმაროვმა დარეკა და თავისი გარდაცვალება უარყო.
მათივე ინფორმაციით, უმაროვმა განაცხადა, რომ "ის კარგადაა და მოსკოვი ყველა განცხადება მისი ლიკვიდირების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება".
დოკუ უმაროვმა ასევე უარყო მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი შაქრიანი დიაბეტით ან სხვა დაავადებითაა დაავადებული.
"ჯანმრთელობას არ ვუჩივი, ყველაფერი წესრიგში მაქვს და მე არ ვიცი იმ დაავადებების შესახებ, რომლებზე რუსები საუბრობენ", _ განაცხადა უმაროვმა და საპასუხო მოქმედებების პირობაც დადო.
"კავკასიის იმარატის მეთაურმა მოჯაჰედების შყაბის დაბომბვისათვის პასუხის გაცემის პირობა დადო, თუმცა გეგმის დეტალების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა", _ იუწყება მედია.