თურქული პომიდორი საზიანოა ჯანმრთელობისათვის, თუმცა სომხეთში მის იმპორტს ისევ განაგრძობენ, ამის შესახებ განცხადება, სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას ფრაქცია "მემკვიდრეობის" წარომადგენელმა არმენ მარტიროსიანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, თურქული პომიდორი სომხურ ბაზარზე განბაჟების გარეშე ხვდება, რაც ამ პროდუქციის დაბალ ფასს განაპირობებს.
მისი თქმით, ფასის გამო ადგილობრივ პომიდორი თურქულ იმპორტირებულ პომიდორს კონკურენციას ვერ უწევს. დეპუტატის თქმით, მრავალმა ევროპულმა სახელმწიფომ თურქული პომიდორის იმპორტი უკვე აკრძალა, რადგანაც ის საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
დეპუტატი აცხადებს, რომ მან თურქული პომიდორის იმპორტის შესახებ ინფორმაციის მოძიება ხელისუფლებაში სცადა, თუმცა მათ განაცხადეს, რომ სომხეთში თურქული პომიდორის იმპორტი არ ხდება.